ფინეთის პრემიერ-მინისტრს სურს, რომ სამუშაო დღე 6 საათიანი, ხოლო კვირა 4 დღიანი გახდეს

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრმა სანა მარინიმ მთავრობას მიმართა ინიციატივით, რომ სამუშაო საათები შემცირდეს. სამუშაო საათები დღეში 6 საათი უნდა გახდეს, ხოლო დღეები კი კვირაში 4 დღე. ეს ცვლილებები ხელფასებზე არ უნდა აისახოს. პრემიერის თქმით, ეს ცვლილებები საჭიროა, რათა ადამიანებს თავიანთ ოჯახებთან გასატარებლად უფრო მეტი დრო ჰქონდეთ, დაკავდნენ სხვადასხვა ჰობით და დრო დაუთმონ ხელოვნებას. 

ამჟამად ფინელი ხალხი "ოქროს სტანდარტის" წესების მიხედვით მუშაობს, რაც 8 საათიან სამუშაო დღეს გულისხმობს. პარტიულმა კოალიციამ, რომელშიც მარინიც შედის, ამ იდეის განხორციელება და საცდელი პერიოდის ნებართვა მოითხოვა. 32 წლის განათლების მინისტრმა, ლი ანდერსონმა კი ამ იდეას მხარი დაუჭირა. მისი აზრით, ფინელებს ნაკლები მუშაობის უფლება უნდა ჰქონდეთ. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი სიტყვები არავითარ შემთხვევაში არ ეხება "ქალთა მენეჯმენტის სტილს", მაგრამ მიმართულია მხოლოდ მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. 

ამ იდეის გასამყარებლად მეზობელი ქვეყნის მაგალითები მოიყვანეს და აღნიშნეს, რომ შვედეთში ასეთი ექსპერიმენტები 2015 წლიდან დაიწყეს. გოტენბურგის რამდენიმე საავადმყოფოში და თავშესაფარში 6 საათიანი სამუშაო დღე შემოიღეს და მათი პერსონალის პროდუქტიულობა საგრძნობლად გაიზარდა. ამ ინოვაციურ მეთოდს შვედეთში, "ტოიოტას" ოფისმაც მიმართა. ეს აქაც წარმატებული აღმოჩნდა და თანამშრომელთა პროდუქტიულობა გაიზარდა, ხოლო კომპანიის ხარჯები კი შემცირდა.