ფინეთის ყოფილ პრეზიდენტს კორონავირუსი აქვს

ფინეთის ყოფილ პრეზიდენტს, 82 წლის მარტი აჰტისაარს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისი მდგომარეობა ნორმალურია. ექს-პრეზიდენტს COVID-19-ის შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვს.

მარტი აჰტისაარი ფინეთის პრეზიდენტის პოსტს 1994-წლიდან 2000 წლამდე იკავებდა. 2008 წელს ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.