ფინეთმა სასაზღვრო შეზღუდვები გაახანგრძლივა

კორონავირუსის პანდემიის გამო, ფინეთმა სასაზღვრო შეზღუდვები 16 იანვრამდე გაახანგრძლივა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, აცრილებმა და აუცრელებმა გამგზავრებამდე 48 საათით ადრე PCR-ტესტი უნდა ჩაიტარონ.

"ფინეთში მოქმედი შეზღუდვები გარე საზღვარზე შემოსვლასთან დაკავშირებით დარჩება და ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება. გადაწყვეტილება ძალაში 16 იანვრამდეა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მგზავრებს, რომლებიც ევროკავშირისა და შენგენის ზონის საზღვრებს გარეთ მყოფი ქვეყნებიდან ჩამოდიან და აცრილები არიან, საზღვარზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ.