ფინეთში ქარიშხალმა"აილამ" 60 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

ფინეთში ქარიშხალმა "აილამ" დაახლოებით 60 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. მოგლეჯილია ათობით ხე. ქარის სიჩქარემ 35,3 მ / წმ-ს მიაღწია.

ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას რამდენიმე დღეში აღუდგება.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ხუთშაბათს, 17 სექტემბერს კვლავ ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რომლის სიჩქარეც 25 მ / წმ-ს მიაღწევს.