ფინეთში შეშის სავაჭრო აპარატი დაიდგა

ფინეთში, ქალაქ ოულუში პირველი სავაჭრო აპარატი გაიხნა, რომელშიც შეშის ყიდვაა შესაძლებელი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შეშის ერთი შეკვრის ფასი აქ 3.95 ევროა. აპარატში ჯამში 30 შეკვრაა მოთავსებული.

შენაძენის საფასურის გადახდა მობილური ტელეფონითაა შესაძლებელი. ამისთვის მსურველი სპეციალურ ვებ-გვერდზე უნდა შევიდეს, შეიყვანოს აპარატის კოდის და გადახდის მეთოდი აარჩიოს.

აპარატების განთავსებით სხვა ქალაქებიც დაინტერესდნენ.