თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის შედეგად პირველ დანაკარგებზე საუბრობს

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო სირიაში ტრანსსასაზღვრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, პირველ სამხედრო დანაკარგებზე საუბრობს. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი თურქი სამხედრო მოსამსახურე. სხვა დეტალები არ კონკრეტდება.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის შედეგად, მოკლულია ქურთული შეიარაღებული დაჯგუფების 277 წევრი.

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სირიელი ქურთების შეიარაღებული დაჯგუფების წევრები, რომელთაც ის „ტერორისტებად“ მოიხსენიებს, თურქეთში მცხოვრები სირიელების ამბოხთან არიან კავშირში.

ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ სირიაზე ტრანსსასაზღვრო შეტევა თურქეთის უსაფრთხოების აუცილებლობით არის ნაკარნახევი. თურქეთმა შეტევა სირიაზე 9 ოქტომბერს დაიწყო.