ფლორიდაში პატარა თვითმფრინავი Amazon-ის სატვირთოს დაეცა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, პატარა თვითმფინავი ჩამოვარდა, Amazon-ის სატვირთო მანქანას დაეცა და შუა ქუჩაში გაჩერდა. შემთხვევა დორალში, მაიმაი-დეიდის პოლიციის შენობასთან ახლოს მოხდა. თვითმფრინავის ორივე მგზავრი უმნიშვნელოდ დაშავდა. ადგილზე მისულ მაშველებსა და პოლიციას ისინი თვითმფრინავის გვერდით დახვდათ.

დაცემისას თვითმფრინავს ბორბლები მოძვრა. ეს იყო ორძრავიანი თვითმფირნავი Beechcraft BE-76, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც Beechcraft Duchess. 

ინციდენტის მიზეზები ზუსტდება.