ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ში,  ფლორიდის შტატის ნაწილში, ქიმიკატებით დატვირთული რეზერვუარების გახეთქვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ფლორიდის შტატის გუბერნატორმა რონ დესანტისმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა. 

BBC-ის ცნობით, წყალსაცავში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, დაახლოებით 3.6 მილიონი კუბური მეტრის ოდენობის ტოქსიკური ნარჩენი, შესაძლოა, ტამპას ყურეში ჩაიღვაროს, რაც ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.

მანათის რაიონში, სადაც წყალსაცავი მდებარეობს, მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ბრძანება გამოსცეს.