ფლორიდაში Walt Disney World გაიხსნა

კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ფლორიდაში, ქალაქ ორლანდოში მდებარე Walt Disney World-ის გასართობი პარკი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გასართობი პარკის ვიზიტორებისთვის  პირბადეების ტარება და დამატებითი უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალებულოა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო პარკი მარტის შუა რიცხვებში დაიკეტა. დამთავლიერებლებისთვის პარკის გახსნა სასიამოვნო სიახლე იყო.  გახსნის პირველივე დღეს ცენტრს ათასობით სტუმარი ეწვია.