ფოტოგრაფმა ნაპოლეონის პორტრეტი აღადგინა

ჰოლანდიელმა ფოტოგრაფმა, ბას ურტერვაიკმა აფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის სახის გამოსახულება თითქმის ფოტოგრაფიული სიზუსტით აღადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას  Le Figaro ავრცელებს.

ნაპოლეონის სახის სიმულაცია, სპეციალური Art Breeder-ის სერვისის წყალობით განხორციელდა. უტერვაიკმა სერვისის საიტზე იმპერატორის რამდენიმე პორტრეტი ატვირთა, ხოლო მისი სამოსი 1812 წელს ფრანგი მხატვრის ჟაკ-ლუი დევიდის მიერ შესრულებული ნახატიდან აიღო.