ფრანგ ოფიცერს რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებენ

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ფლორანს პარლის განცხადებით, ფრანგი სამხედროს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მას რუსეთისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ედება ბრალად. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Europe 1 ავრცელებს.

მინისტრის ცნობით, საუბარია მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერზე, რომელიც იტალიაში დისლოცირებულ ნატოს ძალებში მსახურობს.