ფრანგი დეპუტატი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

საფრანგეთში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ფრანგი დეპუტატი, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი, 60 წლის ოლივიე დასო გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Europe 1 წერს. 

გამოცემის ცნობით, მცირე ზომის ვერტმფრენი ნორმანდიაში ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს პილოტიც ემსხვერპლა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.