ფრანგმა სამხედროებმა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი მოკლეს

საფრანგეთის სამხედრო ძალებმა საჰარაში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ადნან აბუ ვალიდ ალ-საჰრავის ლიკვიდაცია განახორციელეს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

"ეს საჰელში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება არის", - აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერმა ოპერაციის ჩატარების ზუსტი ადგილი არ დააკონკრეტა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადნან აბუ ვალიდ ალ-საჰრავი დასავლეთ აფრიკის საჰელის რეგიონში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი იყო. 2020 წლის აგვისტოში ექვსი ფრანგი საქველმოქმედო მუშაკისა და მათი ნიგერიელი მძღოლის მკვლელობა მან პირადად ბრძანა.