ფრანგულმა კომპანიამ პირველი ხელოვნური გული გაყიდა

იტალიურ პაციენტს ფრანგული კომპანია Carmat-ის მიერ შექმნილი ხელოვნური გული გადაუნერგეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ამ გარიგებისათვის კომპანიამ ხელოვნური გული პირველად გაყიდა, რომელიც მან Aeson ბრენდის ქვეშ შექმნა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Carmat-ის აქციები საფონდო ბირჟაზე გაიზარდა.

ხელოვნური გულის გადანერგვის ოპერაცია ნეაპოლში გაკეთდა.

Aeson-ის პროთეზის გაყიდვა ევროპაში 2020 წლის დეკემბრიდან არის ნებადართულია. Carmat-ის პრესსამსახურის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა 2008 წელს კომპანიის დაარსების შემდეგ, როდესაც მან ხელოვნური გული გაყიდა.

ამ დრომდე, Aeson გული კლინიკური კვლევების მიღმა არასოდეს ყოფილა გამოყენებული.

ოპერაციის ღირებულება (150 ათასი ევრო) რეგიონულმა ჯანდაცვის სისტემამ დაფარა.