ფრანკფურტიდან ტოკიოში მიმავალი თვითმფრინავი ჰელსინკიში ავარიულად დაეშვა

იაპონური ავიაკომპანია Japan Airlines-ის თვითმფრინავი JL408, რომელიც ფრანკფურტიდან ტოკიოში მიემართებოდა, ჰელსინკიში ავარიულად დაეშვა.

"რეისი JL 408 ფრანქფურტიდან ვანტააში 00.45-ზე დაეშვა, 01.35 კი ტოკიოში ფრენა გააგრძელა" - წერს ადგილობრივი მედია.

ავარიული დაშვების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.