ფრანკფურტის აეროპორტში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფრანკფურტის აეროპორტში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გამოცემა Frankfurter Neue Presse-ის ინფორმაციით, დაკეტილია ერთ-ერთი ტერმინალი და რკინიგზის სადგური.

გამოცემის თანახმად, სპეცოპერაცია მიტოვებულ ბარგთან არის დაკავშირებული, რომელიც პოლიციამ აეროპორტის ტერიტორიაზე აღმოაჩინა.

ამ დროისათვის აეროპორტში მგზავრებისა და მომუშავე პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს.