ფრანკფურტის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

ფრანკფურტის პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები კორონავირუსის გამო დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს აპროტესტებდნენ.

ცნობისთვის, 2 ნოემბრიდან გერმანიაში ახალი საკარანტინო ზომები ამოქმედდა.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში COVID-19-ით 750 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა 12 404-ს აღწევს, ხოლო დაავადებისგან 488 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.