ფრანკოს ცხედრის ექსჰუმაცია 24 ოქტომბერს ჩატარდება

ესპანეთის ხელისუფლებამ დიქტატორ ფრანცისკო ფრანკოს ცხედრის ექსჰუმაციის თარიღი დაასახელა. პროცედურა 24 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შემდეგ მას მინგორუბიოს სასაფლაოზე გადაიტანენ, სადაც მისი მეუღლე, კარმენ პოლოა დაკრძალული.

დამატებითი დეტალები ჯერ არ ვრცელდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ექსჰუმაცია მედიისთვის დახურული იქნება და პროცედურას მხოლოდ ფრანკოს ოჯახის წევრები დაესწრებიან.

ესპანეთის სასამართლომ ფრანსისკო ფრანკოს ცხედრის მავზოლეუმიდან გადასვენების გადაწყვეტილება 24 სექტემბერს მიიღო. ესპანეთის მთავრობა, ფრანკოს ნეშტის გამოსვენებას სახელმწიფო მავზოლეუმიდან და ელ-პარდოს სასაფლაოზე დაკრძალვას დიდი ხანი ცდილობდა. ამის წინააღმდეგი დიქტატორის ოჯახი იყო.