ფუმიო კიშიდა იაპონიის პრემიერ-მინისტრი გახდა

იაპონიის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ -მინისტრის თანამდებობაზე ფუმიო კიშიდა ოფიციალურად აირჩია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კიშიდა კანდიდატურას მხარი 458 დეპუტატიდან 311-მა დაუჭირა.

ფუმიო კიშიდა იაპონიის მე-100 პრემიერ-მინისტრი გახდა.64 წლის ფუმიო კიშიდა იაპონიის მმართველი, ლიბერალ -დემოკრატიული პარტიის ლიდერად რამდენიმე დღის წინ აირჩიეს. დღეს კი მისი კანდიდატურა ქვეყნის პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა.