G20-ის ფარგლებში ერდოღანი მერკელს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი G20-ის სამიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელს, ანგელა მერკელს შეხვდა. 

თურქეთის პრეზიდენტი მერკელს, აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ესაუბრა. ერდოღანმა სამიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთანაც.