G20-ის სამიტზე აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრა გაიმართება

აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი რომში, G20-ის სამიტის ფარგლებში ხვალ შეხვედრას გამართავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, NATO-ს ორი წევრი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მომდევნო კვირაში, კლიმატის თაობაზე გლაზგოში დაგეგმილ გაერო-ს სამიტზე უნდა შემდგარიყო, თუმცა აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ შეხვედრა ხვალ გაიმართება.