G20-ის სამიტზე აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვდრა დაიწყო

აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტების, ბაიდენისა და ერდოღანის შეხვედრა რომში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში დაიწყო.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც.

NATO-ს ორი წევრი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა, კლიმატის ცვლილებების საკითხზე გლაზგოში დაგეგმილ გაერო-ს სამიტზე უნდა შემდგარიყო, თუმცა აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა გუშინ ჟურნალისტებს აცნობა, რომ შეხვედრა დღეს გაიმართებოდა.