G7 ფხენიანის ბირთვული განიარაღების პროგრამას დაიცავს

ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციის პროგრამა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ფარგლებში განხორციელდება. იაპონის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ტოსიმიცუ მოტეგის თქმით, ამაზე დიდი შვიდეულის საგარეო მინისტრები ლონდონის სამიტზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Kyodo  ავრცელებს.

ლონდონში ასევე ტოსიმიცუ მოტეგისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის ახალ პოლიტიკაზე, ჩინეთისგან მომავალ საფრთხეებზე, ტაივანის ყურეში უსაფრთხოებაზე, ასევე აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში არსებულ სტატუს კვოს შენარჩუნებაზე იმსჯელეს.