G7 პეკინს მოუწოდებს პატივი სცეს უიღურთა უფლებებსა და ჰონგ კონგის ავტონომიას

"დიდი შვიდეულის" ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მოწოდებით გამოვიდნენ.

”ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ტაივანის სრუტეში”, - ნათქვამია G7-ის მიერ მიღებულ დოკუმენტში. ასეთი ფრაზა პირველად ჩანს G7- ის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

G7- ის ქვეყნებმა პეკინს მოუწოდეს, პატივი სცეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინჯიანგ-უიღურის ავტონომიურ რეგიონში უიღურთა უფლებებსა და თავისუფლებებს, აგრეთვე ჰონგ კონგის ავტონომიას.