იტალიაში წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე პო სამი მეტრით ადიდდა, რამაც რამდენიმე დასახლებული პუნქტი დატბორა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლომბარდიაში, პიემონტსა და ლიგურიაშია, სადაც წყალდიდობას მეწყერიც მოჰყვა.

რამდენიმე რაიონში დაზიანებულია სარკინიგზო ხაზები, ჩახერგილია გზები.