გადაჭედილი საავადმყოფოს გამო ქალს ქიმიოთერაპიის კურსი შეუჩერეს

დიდ ბრიტანეთში, ნენსი კარტერ-ბრედლის რომელსაც ტვინის კიბო აქვს ქიმიოთერაპიის კურსი გადატვირთული საავადმყოფოს გამო შეუჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ნენსიმ განაცხადა, რომ მან მძიმე სტრესი გადაიტანა, როცა შეატყობინეს, რომ "Charing Cross Hospital-ში" მკორნალობას ვეღარ გაგრძელებდა. 

"ჩემი მკურნალობის შეჩერება, ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას ნიშნავს", - განაცხადა ნენსიმ. 

საიმპერატორო კოლეჯის "NHS" განცხადებით, კორონავირუსის გამო საავადმყოფოები გადატვირთული გრაფიკით მუშაობენ.