გაერო-ს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-14 კონგრესი იაპონიის ქალაქ კიოტოში 2021 წლის 7-12 მარტს გაიმართება.
ამის შესახებ გაერო-ს განყოფილებაში განაცხადეს, რომელიც ვენაში მდებარეობს.
"გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოფიციალურად განსაზღვრა ეს თარიღები, რომელიც დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის კომისიის მიერ იყო რეკომენდირებული. 2021 წლის 6 მარტს კონგრესის წინა კონსულტაციები გაიმართება", - აღნიშნულია ვენის განყოფილების განცხადებაში.
თავდაპირველად კიოტოში გაერო-ს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონგრესის ჩატარება 2020 წლის 20-27 აპრილს იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ის გადაიდო.