გაერო-მ ავღანეთის საკითხზე რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ავღანეთის საკითხზე რეზოლუცია მიიღო.  

აღნიშნული დოკუმენტით გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რადიკალურ მოძრაობა "თალიბანს" მოუწოდებს, უზრუნველყოს უსაფრთხო გასასვლელი იმ ადამიანებისთვის, ვინც ავღანეთის დატოვებას ცდილობს. 

დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი, რუსეთმა და ჩინეთმა დოკუმენტზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.

რეზოლუციის მიხედვით, უშიშროების საბჭოს წევრები უსაფრთხო ზონის შექმნას ითხოვენ, რითაც ავღანელებმა 31 აგვისტოს შემდეგ ქაბულის აეროპორტამდე უსაფრთხოდ მისვლა შეძლონ. ასევე მასში აღნიშნულია, რომ ავღანეთის ტერიტორია არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა ქვეყნისთვის საფრთხის შესაქმნელად ან ტერორისტული დაჯგუფებების თავშესაფრად.