გაერო-მ რვა ქვეყანას ვალების გამო ხმის უფლება ჩამოართვა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა გენერალურ ასამბლეას წერილი გაუგზავნა, სადაც მოყვანილია იმ ქვეყნების სია, რომლებსაც ორგანიზაციის წინაშე დავალიანების გამო ხმის უფლება ართმევენ. ინფორმაციას The Times of Israel.

ხმის უფლება ირანმა, ვენესუელამ, სუდანმა, ანტიგუა და ბარბუდამ, კონგომ, გვინეამ, პაპუა ახალმა გვინეამ და ვანუატუმ დაკარგეს. ამ ქვეყნებს 2 წლის განმავლობაში დაგროვილი ვალი აქვთ.

ცნობილია, რომ ირანმა ხმის მიცემის უფლების აღსადგენად გაერო-ს 18 მილიონ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს. თეირანის განცხადებით კი, მას ამის გაკეთება მის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების გამო არ შეუძლია და გუტიერეშს დახმარება სთხოვა.

ვენესუელამ ორგანიზაციას 40 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.

გარდა აღნიშნული ქვეყნებისა, ვალები სამ სხვა სახელმწიფოსაც აქვს - კომორის კუნძულებს, სან-ტომე და პრინსიპისა და სომალის. მათ ჯერჯერობით ხმის უფლება შეუნარჩუნდა, რადგან მათი ვალი "გაეროს წევრის კონტროლის მიღმა არსებული პირობების გამო" დაგროვდა.