გაერო მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარებასთან დაკავშირებით დახურულ კონსულტაციებს გამართავს

რუსეთის ფედერაციის, შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის თხოვნით, 19 ოქტომბერს გაერო-ს უშიშროების საბჭო, მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარებასთან დაკავშირებით, დახურულ კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ საინფორმაციო გამოცემა Deutsche Welle წერს.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით დახურული კონსულტაციები ერთხელ უკვე გამართა. 29 სექტემბრის შეხვედრის შემდეგ, უშიშროების საბჭოს წევრებმა აზერბაიჯანსა და სომხეთს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისაკენ მოუწოდეს.