გაერო ყარაბაღში განაღმვით მისიას იწყებს

გაერო-ს განაღმვითი სამსახური (UNMAS) მთიან ყარაბაღში მისიის დაუყოვნებლივ დაწყებაზე მუშაობს. ამის შესახებ გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა UNMAS ბაქოს დახმარებას ყარაბაღის განნაღმვითი სამუშაოებში, დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

"ადგილებზე საჭიროების შეფასების მისია, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში დაიწყება", - განაცხადა მან.

მანამდე აზერბაიჯანის განაღმვითი ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, ყარაბაღის ბაქოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების განაღმვას, სულ მცირე, 10 წელი დასჭირდება.