გაერო-ს გენმდივანმა ქაბულში სამშვიდობოებზე თავდასხმა დაგმო

გაერო-ს გენერალურმა მდივანმაб ანტონიუ გუტერეშმა ქაბულში გაერო-ს წარმომადგენლებზე თავდასხმა დაგმო, რომელსაც ემსხვერპლა 1 და დაიჭრა 5 ადამიანი.

გუტერეშმა ავღანეთის ხელისუფლებას დანაშაულის გამოძიებისკენ მოუწოდა, რათა დამნაშავეებმა კანონის წინაშე სრულად აგონ პასუხი. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა ორგანიზაციის მხარდაჭერა ავღანელი ხალხისა და მისი ხელისუფლებისადმი, ქვეყანაში მშვიდობისა და სამართლიანობის დამყარებისთვის ბრძოლაში.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაერო-ს ავტომობილი 24 ნოემბერს აფეთქდა.