გაერო: სამხრეთ სუდანში წყლის ქვეშ უამრავი საცხოვრებელი რაიონი აღმოჩნდა

სამხრეთ სუდანში მდინარე ნილოსის გასწვრივ მდებარე უამრავის საცხოვრებელი რაიონი ახლა წყლის ქვეშ არის. ამის შესახებ ქვეყანაში გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინატორმა, ალენ ნუდეჰუმ განაცხადა.

ნუდეჰუს თქმით, მომავალი კვირების განმავლობაში კიდევ გაიზრდება ადამიანთა რიცხვი, ვისაც დახმარება სჭირდება და კიდევ ბევრს სახლის დატოვება მოუწევს.

გაერო-ს შეფასებით, ქვეყანაში 600 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული იყო, სახლი მიეტოვებინა. ყველაზე მეტად ჯონგლეის შტატი დაზარალდა. ექსპერტების თქმით, მდინარე ნილოსში წყლის ასეთი დონე 100 წელზე მეტია არ დაფიქსირებულა.