გაერო-ში ღორის აფრიკული ცხელების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებენ

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (OIE) ერთობლივი მოწოდება გამოაქვეყნეს. ინიციატივა მსოფლიოში ღორის აფრიკული ცხელების (ASF) წინააღმდეგ არის მიმართული.

კერძოდ, უნდა მოხდეს კოორდინაცია, რათა ამ საშიში და სერიოზული დაავადების შემთხვევაში სათანადო რეაგირება ყველა დონეზე მოხდეს. ინიციატივის მიზანი სურსათის უვნებლობისა და მსოფლიოში ყველაზე დაუცველი მოსახლეობის საარსებო წყაროს დაცვაა.

”ჩვენი მიზანია ამ დაავადების გავრცელების თავიდან აცილება და საბოლოოდ აღმოფხვრა უახლესი სამეცნიერო მიღწევების, საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით”, - განაცხადა FAO–ს გენერალურმა დირექტორმა.