გალაპაგოსის კუნძულებზე იშვიათი თეთრი ფერის პინგვინი შენიშნეს - VIDEO

გალაპაგოსის კუნძულებზე ტურისტებმა უიშვიათესი თეთრი ფერის პინგვინი იპოვეს. ასეთი შემთხვევა კუნძულის ისტორიის მანძილზე პირველად დაფიქსირდა. პინგვინი თეთრი ბუმბულით მშვიდად იდგა, როდესაც მას სურათებს უღებდნენ. ამის შესახებ Daily Mail წერს.

პინგვინის სახეობა ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ ეს არის გალაპაგოსის პინგვინი და ეს თეთრი ფერი ლეიკისტული პიგმენტაციისგან არის გამოწვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ბუმბულს ფერი არ აქვს. თუმცა დადასტურებული ინფორმაცია გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

ახალ აღმოჩენას ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებიც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო ადამიანების აქტივობის შემცირება ცხოველებსა და ფრინველებზე დადებითად აისახება. მათი თქმით, თეთრი პინგვინი გადაშენების პირას მყოფ ფრინველთა სახეობაა.