გამონაბოლქვით ჩაბნელებულ ნიუ-დელიში მატარებლების მოძრაობა გაჩერდა

ინდოეთში, განსაკუთრებით კი მის დედაქალაქ ნიუ-დელიში ჰაერი უკიდურესად დაბინძურებულია. ამას თან  ერთვის ზამთრის ნისლი, რომელიც გამონაბოლქვში ერევა და  იანვრის ბოლოს ქალაქში ხილვადობა თითქმის ნულამდე ეცემა. 

შავი ბურუსით დაფარულ ნიუ-დელიში მატარებლების მოძრაობაც კი გაჩერდა. რკინიგზის ხელმძღვანელობის გაცხადებით, მომწამვლელი გაზით დაბინძურებულ ჰაერს ნისლის პრობლემაც ემატება, რამაც დედაქალაქში 17 მატარებლის გაჩერება გამოიწვია.