განაში ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა

განაში ექვსსართულიანი ეკლესიის შენობის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 22 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამაშველო ჯგუფებმა 8 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 

სამძებრო და სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის დროს ეკლესიაში 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.