განაში ორი ავტობუსის შეჯახებისას 16 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ განაში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

პოლიციის განცხადებით, უბედური შემთხვევა ღამით მოხდა, 16 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებულები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავარიის მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ავტომაგისტრალის საშიშ მონაკვეთზე ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლის დაუდევრად გასწრება გახდა. პოლიცია შემთხვევის მიზეზებსა და გარემოებებს იძიებს.