გარდაიცვალა უილიამ შექსპირი - მე-2 ვაქცინირებული ადამიანი ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში, 81 წლის ასაკში, ქვეყნის ისტორიაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებული მეორე ადამიანი - უილიამ შექსპირი გარდაიცვალა. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

უილიამ შექსპირი 2020 წლის 8 დეკემბერს აიცრა ფაიზერის ვაქცინით. ის მეორე იყო ბრიტანეთში, 91 წლის მარგარეტ კინანის შემდეგ, ვისაც ვაქცინაცია ჩაუტარდა.

შექსპირის გარდაცვალება არ ყოფილა დაკავშირებული კორონავირუსთან. მისი სიკვდილის მიზეზი ინსულტი გახდა.