გასულ კვირაში მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა

მსოფლიოში გასულ კვირაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა ახალ რეკორდს მიაღწია. ბოლო 7 დღის განმავლობაში დაიღუპა 93 000 ადამიანი და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.

4,7 მილიონით გაიზარდა კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბოლო 1 კვირაში და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 94 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.