გასულ წელს აშშ-ში 580 სამხედრომ თავი მოიკლა

2020 წელს აშშ-ში 580 სამხედრო მოსამსახურემ თავი მოიკლა. მონაცემები პენტაგონის ყოველწლიურ ანგარიშშია მოყვანილი.

"ვაღიარებთ, რომ მონაცემები სასურველი მიმართულებით არ იცვლება და ვადასტურებთ, რომ ჯარში თვითმკვლელობების რიცხვის შემცირების მიზნით ვიმუშავებთ", - აღნიშნულია ანგარიშში.

ანალოგიური წინა დოკუმენტებიდან ჩანს, რომ 2018 წელს აშშ-ში თავი 541 სამხედრომ მოიკლა, 2019 წელს კი - 498-მა, თუმცა USA Today წერს, რომ რეალურად ეს რიცხვი 504 ადამიანს შეადგენდა.

"მოყვანილი მონაცემები შემაშფოთებელია. სამხედრო მოსამსახურეებს შორის თვითმკვლელობის რიცხვი ისევ მაღალ ნიშნულზეა და სიტუაცია ისე არ იცვლება, როგორც საჭიროა", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.