პოლონეთის სამხრეთ ნაწილში, საკურორტო ქალაქ შჩირკში გაზის აფეთქება მოხდა და საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ადგილზე მისულმა მაშველებმა 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის 1 ბავშვია. კიდევ 4 ადამიანს სახლის ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ.
მაშველებს ხელით უწევთ მუშაობა. სამაშველო სამუშაოებს თოვა და ნულს ქვევით ტემპერატურა ართულებს.
აფეთქება სამსართულიან სახლში მოხდა, სადაც 2 ოჯახი, სულ 9 ადამიანი ცხოვრობდა. ოჯახის ერთი წევრი აფეთქებისას ადგილზე არ იმყოფებოდა.