გემის ჩაძირვას 41 მიგრანტი ემსხვერპლა

ტუნისის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა. უბედური შემთხვევის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ინციდენტი სიდი მანცურის სანაპიროსთან მოხდა, წყლიდან 41 ადამიანი ცხედარი ამოიყვანეს. სანაპირო დაცვამ 3 დაშავებულის გადარჩენა მოახერხა.

წინასწარი ინფორმაციით, ყველა დაღუპული აფრიკიდანაა, სამძებრო სამუშაოები გრძელდება.