გერანბოის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გერანბოის რაიონის სოფელ ტაპში კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. რაკეტა მისი სახლის სახურავს დაეცა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეთ ჰაჯიევმა "ტვიტერზე" დაწერა.

"სომხეთის სამხედრო დანაშაული გრძელდება", - დასძინა მან.