გერმანია 160 მლრდ ევროს ოდენობით სესხის აღებას გეგმავს

გერმანიის ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცის განცხადებით, ხელისუფლება 2021 წლისთვის, დაახლოებით, 160 მილიარდი ევროს ოდენობით სესხის აღებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.  

ამასთან დაკავშირებით, ამ დროისათვის, გერმანიის ფინანსთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. 

გამოცემის ცნობით, გერმანიის მთავრობა თავდაპირველად 96 მილიარდი ევროს ოდენობით სესხის აღებას გეგმავდა, მაგრამ ბოლოს ხელისუფლება მივიდა დასკვნამდე, რომ ეს თანხები ეპიდემიით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად საკმარისი არ იქნება.