გერმანია ანბანიდან ნაცისტურ ფონეტიკურ ტერმინებს ამოიღებს

"დ"- აღნიშნავს დორას, "ნ"- ჩრდილოეთ პოლუსს, "ზ"- დირიჟაბლს. ეს ფონეტიკური მნიშვნელობები გერმანულ ანბანში ნაციზმის პერიოდში გაჩნდა, მას შემდეგ, რაც მანამდე არსებული ებრაული ეტომოლოგიის სიტყვები ამ სიტყვებით ჩაანაცვლეს.

ტელეფონზე საუბრისას, ამა თუ იმ სიტყვის ასო-ასო წარმოთქმისას, მათი ზუსტად განსასაზღვრად, გერმანელები დღემდე გაუცნობიერებლად იყენებდნენ ამ ანტისემიტური წარმომავლობის ფონეტიკურ ტერმინებს. ვაიმარის რესპუბლიკაში, ნაცისტების დიქტატურამდე, "დ" - დავითს აღნიშნავდა, "ნ" - ნათანს, "ზ"- კი ზაქარიას.

ექსპერტები ახალ ტერმინებზე მუშაობენ. პრობლემური ბგერების განმსაზღვრელი ტერმინები გერმანიის სტანდარტიზაციის ინსტიტუტმა უნდა დაადგინოს. საბოლოო შედეგები 2022 წელს გახდება ცნობილი.