გერმანია AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას ყველა ასაკის ადამიანისთვის გეგმავს

გერმანია Oxford-AstraZeneca -ს ვაქცინის მიმართ არსებულ პოზიციას ცვლის და მის გამოყენებას 65 წელს გადაცილებული ადამიანების ასაცრელადაც გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კანცლერის თქმით, ბოლოდროინდელი კვლევების შედეგად საკმარისი მონაცემები დაგროვდა იმისთვის, რომ ვაქცინის გამოყენება ასაკის მოქალაქის ვაქცინაციისთვის გადაწყვეტილიყო.

მანამდე გერმანიამ Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა მხოლოდ 65 წლის ასაკამდე პირებისთვის გასცა, რის მიზეზადაც ქვეყანამ არასაკმარისი მონაცემების არსებობა დაასახელა.