გერმანია და საფრანგეთი AstraZeneca-თი აცრებს დღეიდან განაახლებენ

ევროპის ქვეყნები კომპანია AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენებას გააგრძელებს. AstraZeneca-თი ვაქცინაციას დღეიდან განაახლებენ გერმანიასა და საფრანგეთში. პრეპარატის ხელახლა გამოყენების გადაწყვეტილებამ მიიღო იტალიამ, კვიპროსმა, ესპანეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამაც. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ვაქცინის მიმართ მოქალაქეთა ნდობის გასაზრდელად, დღეს AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი.

ევროპულმა სახელმწიფოებმა AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის განახლების გადაწყვეტილება ევროპის წამლის სააგენტომ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მიიღეს. 

"ეს სრულიად უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაა", -განაცხადა ბრიფინგზე სააგენტოს დირექტორმა ემერ კუკმა.

ევროპის გარკვეულმა ქვეყნებმა, AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება, აცრილ პაციენტებში თრომბოემბოლიური პროცესები გამოვლენის შემდეგ დროებით შეაჩერა.