გერმანია კომპანიებს ნიღბების დამზადებისკენ მოუწოდებს

გერმანიას სჭირდება მილიარდი ნიღაბი, რომ როგორმე მოქალაქეები დავიცვათ, ნიღაბი საჭიროა, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალისთვის  და მოხუცთა თავშესაფრებისთვის", - ამის შესახებ ბავარიის პრემიერ მინისტრმა, მარკუს სოდერმა განცხადა.

პრემიეს მინისტრი გერმანულ კომპანიებს მოუწოდებს, ნიღბები დაამზადონ.

კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი გერმანიაში სწრაფად იზრდება. ყველაზე დაზარალებული რეგიონი სწორედ ბავარიაა, რომელსაც აქვს 18 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და 268 გარდაცვილია.