გერმანია ლუკაშენკოსგან მოითხოვს, განმარტოს, რა შეემთხვა მარია კოლესნიკოვას

გერმანია ბელარუსის პრეზიდენტს მოუწოდებს, განმარტოს, რა შეემთხვა ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა.

„მოვითხოვთ მკაფიო განმარტებას, რა მოუვიდა კოლესნიკოვას და ასევე მოვითხოვთ, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. თუ ლუკაშენკო მოცემულ კურსს არ შეცვლის,  ევროკავშირს ექნება რეაქცია, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც მინსკის ცენტრში ბელარუსის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრის, ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვას გატაცებაა აღბეჭდილი.